არჩევნები 2021

ფორმულას ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები: ქართული ოცნება 46%, ენმ - 33%, საქართველოსთვის - 6%

ტაბულა

Edison Research-ის ეგზიტპოლის საბოლოო შედეგები პროპორციულ ნაწილში იგივე დარჩა, რაც 18:00-ზე იყო. 20:00 საათის მონაცემებით, პარტიების შედეგები საქართველოს მასშტაბით ასე გადანაწილდა: 

  • ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 46%
  • ერთიანი ნაციონალური მოძრაობა  - 33%
  • საქართველოსთვის  - 6%
  • ევროპული საქართველო - 2%
  • ლელო  - 2%
  • გირჩი - მეტი თავისუფლება  - 2%
  • მესამე ძალა - 1%
  • მოქალაქეები  - 1%
  • პატრიოტთა ალიანსი  - 1%
  • ლეიბორისტული პარტია - 1%
  • დროა - 1%
  • გირჩი - 1%
  • მოძრაობა ხალხისთვის - 1%

ეგზიტპოლი EDISON RESEARCH-ს TV ფორმულამ დაუკვეთა. გამოიკითხა 14 660 ადამიანი, 95%-იანი სანდოობისთვის ცდომილების ზღვარი +/- 2%-ია. 

კომენტარები