არჩევნები 2021

ფორმულასა და მთავარის ეგზიტპოლებით, თბილისში II ტურია, იმედის მიხედვით, კალაძემ მოიგო

ტელეკომპანია ფორმულასა და მთავარი არხის ეგზიტპოლების მიხედვით, თბილისში მეორე ტურები დაინიშნება, ხოლო TV იმედის მიხედვით კი, კახა კალაძემ თბილისის მერის არჩევნები პირველივე ტურში მოიგო. 

Edison Research-ს (ფორმულას) 18:00 საათის მონაცემების მიხედვით, კახა კალაძეს 43% აქვს, ნიკა მელიას კი – 39%. 

IPSOS-ის (მთავარი არხის) 17:00-საათიანი მიხედვით, პირველ ადგილს ნიკა მელია იკავებს 40.8%-ით, კახა კალაძეს კი 40.2% აქვს;. 

რაც შეეხება GORBI-ის (იმედის) 18:00-საათიან ეგზიტპოლებს, კახა კალაძეს 51.3% აქვს, რაც ნიშნავს, რომ ის პირველივე ტურში იმარჯვებს, ხოლო ნიკა მელიას კი  – 34.6%.

კომენტარები