ძალიან ცალსახაა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები. თავიდანვე ასეთი შეფასებები იყო, უბრალოდ ახლა ისინი კონცენტრირდა და ერთიანი გახდა, რომ ოპოზიცია უნდა შემოვიდეს პარლამენტში. ეს იმდენად თვალსაჩინოა, რომ უკვე ჩვენი მხრიდან მოწოდებებსაც აზრი არ აქვს და, მგონი, ისინიც კარგად აცნობიერებენ. უბრალოდ ამისთვის ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან.
პოლიტიკური კრიზისი
სერგეენკო: ოპოზიცია აცნობიერებს, რომ უნდა შევიდეს პარლამენტში, უბრალოდ, მომენტს ელოდებიან
tbl.ge/5gtr
დაკოპირდა
ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, დავით სერგეენკო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი.
გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული."
პოლიტიკური კრიზისიდავით სერგეენკოქართული ოცნებამოლაპარაკებებიოპოზიციის ბოიკოტიმე-10 მოწვევის პარლამენტი
ამავე თემაზე
- პარლამენტის პიკეტირების საქმეზე სტრასბურგმა 1 აქტივისტზე დარღვევა დაადგინა, 2-ზე, არა
- ბოკერია: მკაფიო გზავნილის ნაცვლად, საპარლამენტო ოპოზიცია გაუგებარ შეთავაზებებს აგრძელებს
- ჩერგოლეიშვილი: არ შეცვლის დასავლეთი ივანიშვილს, ის უნდა შევცვალოთ ჩვენ – ქართველებმა
- ნინო დოლიძე: საქართველოს მოსახლეობა ეძებს ლიდერს, ვისაც გაჰყვებოდა
- ჯაფარიძე: ცვლილების ერთადერთი გზა რიგგარეშე არჩევნები და რეფორმებია, სხვა ყველაფერი ნ*რევაა