პოლიტიკური კრიზისი

ბოკერია: მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი ჯერ არ გვაქვს, ხვალ გაგრძელდება

ძალიან რთული და მძიმე მოლაპარაკების დღე იყო. პრეზიდენტ მიშელის პოლიტიკური ინვესტიცია, რომ ძალიან დიდია გუშინდელი განცხადებებით საქართველოს ხელისუფლების მხრიდან და დღეს ამ პროცესის გაგრძელებით, მისი წარმომადგენელი დანიელსონის მონაწილეობით. დანიელსონი რომ აქ რჩება, ეს კარგია, ჩვენი ქვეყნისთვის შანსის მომცემია, რომ კრიზისიდან მოლაპარაკებებით გამოვიდეთ, მაგრამ თვითონ მოლაპარაკებები ძალიან მძიმე და რთული იყო. მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება...

თქვა ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ პოლიტიკურ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ხვალ, 18 მარტსაც გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი კი ჯერ არ აქვთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები