პოლიტიკური კრიზისი

ვაშაძე: არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული

არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული...

თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები ხვალ, 18 მარტსაც გაგრძელდება. შეხვედრის დასრულების შემდეგ ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები რთული და მძიმე იყო, შედეგი კი ჯერ არ აქვთ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-6 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის დიალოგი შარლ მიშელის მედიატორობით 1-ელ მარტს განახლდა. მიშელმა მხარეებს შეთანხმების 6-პუნქტიანი ჩარჩო შესთავაზა. 

კომენტარები