პოლიტიკური კრიზისი

სამადაშვილი: მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება ძალიან დამაზიანებელი იქნება ოცნებისთვის

მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულება იქნება ძალიან დამაზიანებელი ქართული ოცნებისთვის. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი ადამიანიც არ უნდა ჩავიდეს ქართული ოცნების სახელით სასაუბროდ ამა თუ იმ დედაქალაქში, რეალობა ქვეყანაში არის ის, რაც არის და ამ რეალობას ვერ შეცვლის ვერცერთი ვიზიტი. 

ფაქტი არის ერთი, რომ ჩვენ ვერანაირ პროგრესს ამ მოლაპარაკებებში, ქვეყანაში არსებული პოლიტპატიმრების ფონზე, ვერ მივაღწევთ. ამიტომ, ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის პოზიციაა, რომ პოლიპატიმრების თემის გარეშე მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს და დარწმუნებული ვარ, სენატის მოსმენა, იმ ფონზე, თუ მიმდინარე მოლაპარკებები არ აღმოჩნდა წარმატებული, იქნება ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი საქართველოსთან მიმართებაში, აშშ-ს განახლებული პოლიტიკის შემუშავებაში. 

ამბობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი მე-7 დღეა, ოპოზიციასთან და ქართულ ოცნებასთან შეხვედრებს მართავს. ის ასევე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. პარალელურად, შარლ მიშელს ბრიუსელში რამდენჯერმე შეხვდა ღარიბაშვილი. 

გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ოპოზიციის წევრებმა თქვეს, რომ მოლაპარაკებები "რთული და მძიმე იყო" და, მათივე თქმით, "არაფერია შეთანხმებული, სანამ ყველაფერი არ არის შეთანხმებული".

კომენტარები