ამერიკელები, საუდები, როსნეფტი და პუტინის წარუმატებელი სანავთობო ბლიცკრიგიპანდემიით გამოწვეული არნახული ეკონომიკური კრიზისის პირას მყოფ მსოფლიოში, გასული კვირის მთავარი სიახლე OPEC+-ის ახალი შეთანხმება და ამგვარად, ერთთვიანი სანავთობო ომის დასრულება იყო. რუსეთსა და საუდის არაბეთს შორის გაჩაღებული ბლიცკრიგის მსვლელობისას, ნავთობის საერთაშორისო ფასი მეოცე საუკუნის მიწურულს არსებულ მაჩვენებელს დაუბრუნდა.