ნავთობის ბაზარი

ბოლო 3 თვის განმავლობაში პირველად Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 40 დოლარს გადაააჭარბა

wordpress.com

6 მარტის შემდეგ პირველად საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა 40 დოლარს გადააჭარბა. ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე ამ მარკის ნავთობზე ფასი 2%-ით გაიზარდა და 40,3 დოლარი შეადგინა. 

დაახლოებით ამდენითვე გაიზარდა ყველაზე მოთხოვნადი ამერიკული ნავთობის WTI-ის მარკის ნავთობის ფასიც და 38 დოლარს მიუახლოვდა. 

ნავთობზე ფასების ზრდა, დიდი ალბათობით, OPEC-სა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს უკავშირდება - როგორც ცნობილია, მხარეები განიხილავენ, მაისში მოპოვების შემცირების შესახებ მიღწეული შეთანხმება მომდევნო 2 თვის განმავლობაშიც გავრცელდეს. 

კერძოდ, საუბარია ნავთობის მოპოვების შემცირებაზე 9,7 მილიონი ბარელით, რომელზეც მხარეები აპრილში შეთანხმდნენ. 

კორონავირუსის პანდემიი ფონზე შემცირებული მოთხოვნის გარდა, ნავთობზე ფასის შემცირება მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთსა და OPEC-ს შორის ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებაზე შეთანხმება ვერ შედგა. ამის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ საუდის არაბეთი მოპოვებას დღეში 13 მილიონ ბარელამდე გაზრდის. საუდის არაბეთმა ასევე გამოაცხადა უპრეცედენტო ფასდაკლება მის მიერ წარმოებულ ყველაზე გავრცელებულ Arab light-ის მარკის ნავთობზე. 

კომენტარები