რუსეთი

აპრილში რუსეთის მშპ 28%-ით შემცირდა

გასულ თვეში, წინა წლის აპრილთან შედარებით, რუსეთის მშპ 28%-ით შემცირდა. მიმდინარე ფასებით აპრილში რუსეთის ფედერაციის მშპ-მ 6,3 ტრილიონი რუბლი შეადგინა, რაც წინა წლის აპრილთან შედარებით 2,4 ტრილიონი რუბლით ნაკლებია. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ყოველთვიურ მიმოხილვაშია ასახული.

ეს აპრილის ეკონომიკური დინამიკის შეფასების პირველი დოკუმენტია, ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით აპრილი მთელი რუსეთის მასშტაბით უქმე თვედ გამოცხადდა. 

ამასთანავე, მარტთან შედარებით, აპრილში რუსეთის მშპ დაახლოებით 30%-ით შემცირდა. ეკონომიკის მოცულობის ამგვარ შემცირებაში, მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა ნავთობის დაბალი ფასები და ნედლეულის შემცირებული მოპოვება. აპრილში ყველაზე პოპულარული რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობის საშუალო ფასმა 18 დოლარი შეადგინა. 

რუსეთის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 15 მარტიდან 15 აპრილამდე პერიოდში URALS-ის საშუალო ფასი ბარელზე 19 დოლარი იყო, ხოლო ტონაზე - 139 დოლარი. შესაბამისად, პირველი მაისიდან საექსპორტო ტარიფი ტონაზე 6,8 დოლარი, ხოლო ბარელზე 90 ცენტი იქნება. სწორედ ამდენს მიიღებს რუსეთის ბიუჯეტი ყოველი გაყიდული ბარელიდან თუ ტონიდან. 

საერთაშორისო სავალუტო ფონდი წელს რუსეთის ეკონომიკას 5,5%-იან კლებას ვარაუდობს. 

კომენტარები