3 აგვისტოს OPEC+ ნავთობის წარმოების მორიგ გაზრდაზე შეთანხმდა, რის ფარგლებშიც სექტემბერში ყოველდღიური წარმოება დამატებით 547 000 ბარელით გაიზრდება იმ ფონზე, როცა რუსეთის ნავთობის მარაგებთან დაკავშირებით პოტენციური შეფერხებების შესახებ შიშები იზრდება.
OPEC+-ის წევრებმა მოკლე შეხვედრა ვირტუალურად გამართეს მაშინ, როცა რუსეთისგან ნავთობის შესყიდვის გამო ინდოეთზე აშშ-ს წნეხი იზრდება. განცხადების გავრცელების შემდეგ OPEC+მა წარმოების ზრდის მიზეზად ჯანსაღი ეკონომიკა და აქციებზე დაფალი ფასი დაასახელა.
სექტემბერში წარმოების ზრდის გადაწყვეტილება მორიგი მნიშვნელოვანი მატებაა იმ თვიურ ზრდებთან შედარებით, რაც ჯგუფმა მაისის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვეებში დაამტკიცა. მაისი-ივნისი-ივლისის პერიოდში ყოველდღიური წარმოება თითოეულ თვეში წინასთან შედარებით 411 000 ბარელით იზრდებოდა, ხოლო აპრილში წინა თვესთან შედარებით ყოველდღიური წარმოება 138 000 ბარელით გაიზარდა. ხოლო 5 ივლისს ჯგუფის წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ აგვისტოში ყოველდღიური წარმოება დამატებით 548 000 ბარელით გაიზრდებოდა.
OPEC+-ის ჯგუფი 2022 წლიდან მოყოლებული ნავთობის ბაზრის მხარდასაჭერად წარმოებას ამცირებდა, თუმცა მიმდინარე წელს ბაზარზე წილის აღდგენის მიზნით OPEC+-მა წარმოების თანდათანობით მატება დაიწყო. 8 წევრი სახელმწიფოს მომდევნო შეხვედრა 7 სექტემბერსაა ჩანიშნული.





