ნავთობის ბაზარი

13 აპრილის შემდეგ პირველად ნავთობის ფასმა 33 დოლარს გადააჭარბა

პირველად, 13 აპრილის შემდეგ, საერთაშორისო სტანდარტად მიჩნეული Brent-ის მარკის ნავთობის, ივლისის ფიუჩერსების ფასმა 33 დოლარს გადააჭარბა. 30 დოლარს გადააჭარბა ამერიკული წარმოების WTI-ის მარკის ნავთობის ფასმაც. 

ლონდონის სასაქონლო ბირჟაზე Brent-ის მარკის ნავთობის 3%-ით, ხოლო WTI-ის მარკის ნავთობზე 2,3%-ით გაიზარდა.

ნავთობზე ფასის ზრდა რამდენიმე ფაქტორით არის გამოწვეული, მათ შორის OPEC-ის და რუსეთის ახალი შეთანხმებით, რომელიც ძალაში პირველი მაისიდან შევიდა და ნავთობის მოპოვების უპრეცენდენტო შემცირებას ითვალისწინებს. ასევე, რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს დასკვნაც, რომლის მიხედვით მსოფლიოს მასშტაბით ამკვრძალავი ზომების შემსუბუქებასთან ერთად საერთაშორისო მოთხოვნა დღეში 700 ათასი ბარელით გაიზარდა. 

წლის დასაწყისიდან ახალი კორონავირუსის პანდემიის ფონზე, მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნა რეკორდულად დაეცა, რის შედეგადაც ნავთობის ფასმა ბოლო ათწლეულების რამდენიმე ანტირეკორდი დაამყარა. ფასების კლების ტენდენცია კიდევ უფრო გაღრმავდა, მარტში, როდესაც საუდის არაბეთი და რუსეთი მოპოვების შემცირების ტემპებზე ვერ შეთანხმდნენ. 

შედეგად, მარტის ბოლოს Brent-ის მარკის ნავთობის ფასი 22 დოლარს ჩამოცდა, მაშინ როდესაც წლის დასაწყისში ფასი 66 დოლარს აღემატებოდა. წინა წელთან შედარებით ოთხჯერ გაიაფდა ყველაზე მოთხოვნადი რუსული წარმოების URALS-ის მარკის ნავთობიც და საშუალო ფასმა 18 დოლარი შეადგინა. 

საბოლოდ სანავთობო ომი 12 აპრილს OPEC-ისა და რუსეთის ახალი შეთანხმებით დასრულდა, რომლის მიხედვითაც ექსპორტიორი ქვეყნები მოპოვებას დღიურად 9,7 მილიონი ბარელით შეამცირებენ.

კომენტარები