29 ნოემბრის, 07:00 საათისთვის, სამართალდამცველებს რუსთაველის გამზირი გადაკეტილი აქვთ, მას შემდეგ, რაც ტერიტორია მომიტინგეებისგან ძალადობრივად გაათავისუფლეს.
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირის ტერიტორია აქციის მონაწილეებისგან ეტაპობრივად გაათავისუფლა წყლის ჭავლისა და სხვა სპეციალური საშუალებების გამოყენებით. მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე მაინც ბრუნდებოდნენ.
ამასთან ერთად, სამართალდაცველები ძალადობრივად აკავებდნენ მომიტინგეებს. ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც.
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდა რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, დავით ცაგარელი.
გამოცემა პუბლიკის ჟურნალისტი, ალექსანდრე ქეშელაშვილი Facebook-ის გვერდზე წერს, რომ გაუგებარ სიტუაციაში დააკავეს და ნიღბიანმა პირებმა სცემეს - ურტყამდნენ “ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში.”
ასევე, პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ფორმულას ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა და ფიზიკური ზიანი მიაყენა, რის შემდეგაც როგავა სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები





