ცილისწამება

ნინო ლომჯარია ცილისწამებისთვის TV იმედს სასამართლოში უჩივის

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ევროპული ორბიტის აღმასრულებელმა დირექტორმა და ყოფილმა სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ TV იმედის წინააღმდეგ, ცილისწამების ბრალდებით, სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ ლომჯარიამ ბრიფინგზე განაცხადა.

"ტელეკომპანია იმედის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიტანე. საქმე ეხება ამ არხისა და ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ჩემს წინააღმდეგ აგორებულ ფართომასშტაბიან, ცილისმწამებლურ კამპანიას, რომ თითქოსდა ქართველი ხალხის დასჯას და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას ვითხოვ [...] 

ბუნებაში არ არსებობს ფაქტი, მოწმე, ან თუნდაც უკანონოდ მოპოვებული ფარული ჩანაწერი, სადაც მე ოდესმე რაიმე მითქვამს ან მიფიქრია საქართველოს ევროპული მომავლის, კანდიდატის სტატუსის ან უვიზო მიმოსვლის წინააღმდეგ - საპირისპიროს კი მრავალი ფაქტი ადასტურებს". - თქვა ლომჯარიამ.

კომენტარები