გახარია მოლაპარაკების შეჩერებაზე: ღალატში ვერცერთი მონაწილე პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა

გაყალბებული არჩევნების შემდეგ მთელი რიგი ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილებების მიღება ოცნებამ დააგვირგვინა ქვეყნის დასავლური კურსის ოფიციალური ცვლილებით, რაც გაახმოვანა არალეგიტიმური პრემიერის, კობახიძის ენით.

გასაგებია, რომ ქვეყნის ინტერესებისთვის მოღალატეობრივი ამ ნაბიჯის უკან დგას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ ყველას უნდა ესმოდეს, რომ ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ამ უმძიმეს გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას ვერცერთი ამ ღალატში მონაწილე პირი ვერ გაექცევა.

გახარია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია და ივანიშვილის რეჟიმის მიერ ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებას ეხმაურება.

კომენტარები