ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო. მაშველებმა ოთხივე პირი წყლიდან ამოიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი დაიღუპა. ინფორმაციას გურიის მოამბე ავრცელებს.
ზღვიდან ამოყვანის შემდეგ პირის მდგომარეობა მძიმე იყო, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
დანარჩენი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია.




