ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

ნორვეგიის საგარეო აქციების წლისთავზე: უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ

ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში უწყვეტი პროტესტის წლისთავს ეხმაურება, ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და გამოხატვის თავისუფლების მხარდაჭერას ადასტურებს და აცხადებს, რომ უკანონოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ. 

ამის შესახებ სამინისტრო განცხადებას X-ზე ავრცელებს

"ყოველდღიური პროტესტის ერთი წელიწადი შესრულდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები შეაჩერა. ნორვეგია ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისა და გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი პროტესტის უფლების მხარდაჭერას ადასტურებს. უსამართლოდ დაკავებულები უნდა გათავისუფლდნენ". - წერია განცხადებაში. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის რეჟიმმა გასული წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეაჩერა, რასაც ერთწლიანი უწყვეტი სახალხო პროტესტი მოჰყვა.

კომენტარები