ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერება

კობახიძე: ჩვენ ევროკავშირს ღია და გამჭვირვალე დიალოგს ვთავაზობთ

თქვენ იცით, რომ 2024 წლის ივნისში, ევროკავშირმა, საკუთარი გადაწყვეტილებით, საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი ცალმხრივად შეაჩერა. ჩვენ ევროკავშირს ვთავაზობთ დიალოგის განახლებას, ღია და გამჭვირვალე დიალოგს. ამის იქით მე ურთიერთობების გადატვირთვის რეალურ ბერკეტებს ვერ ვხედავ. ერთადერთი ბერკეტი ღია და გამჭვირვალე დისკუსიაა, რაც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნდა განახლდეს. ჩვენ ამას ვთავაზობთ - ჩვენ მათი გადაწყვეტილების გადახედვას ვთავაზობთ. თუ ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ, ჩვენ თავიდან ბოლომდე მზად ვართ. 

თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბარში. 

ცნობისთვის, 2024 წლის ნოემბერში, ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის პროცესი 2028 წლამდე შეაჩერა.

კომენტარები