მინდა მივმართო პოლიციას, ნამდვილ პოლიციას იმ პოლიციას, რომელიც ემსახურება სახელმწიფოს თქვენ სახელმწიფოს გარეშე არაფერი არ ხართ და თქვენი მოვალეობა ამ სახელმწიფოში არის ის რომ მოქალაქეები დაიცვათ და არა მონები, არა რუსები და არა უცხოელები და არა მოღალატეები. ასე რომ თქვენც აიღეთ ხელში რაც არის თქვენი გადასაწყვეტი.
მინდა მივმართო იმ ჯარს რომელსაც დღეს ყველაზე მეტად გული სტკივა, რომელსაც არანაირი მოქმედება არ შეუძლია და არც ევალება, მაგრამ ის არის ყველაზე ერთგული ამ ქვეყნის და ის არის, რომელსაც ყველაზე მეტად გული სტკივა, რომ ეს ქვეყანა უბრუნდება იმ რუსეთს რომლიდანაც ძლივძლივობით გამოვედით, დავამტკიცეთ ჩვენი დამოუკიდებლობა.
საქართველო-ევროკავშირი
პრეზიდენტი პოლიციას: აიღეთ ხელში, რაც თქვენი გადასაწყვეტია
