რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, თავი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ფორმულას ჟურნალისტს, გურამ როგავას სპეცრაზმელი თავს დაესხა.
ინფორმაცია დასტურდება ვიდეოთი, რომელსაც სოციალურ ქსელში ტელეკომპანია ფორმულა აზიარებს.
"სპეცრაზმელი, რომელიც ჯერ წაქცეულ მოქალაქეს ურტყამდა ფეხს, შემდეგ გურამ როგავასკენ გაიქცა და გამიზნულად თავში ჩაარტყა. ეს სხვადასხვა რაკურსით გადაღებული კადრებიდან უტყუარად დგინდება". – წერია ვიდეოს აღწერილობაში.
როგავას სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია პირველადი დახმარება. ჟურნალისტი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
28/29 ნოემბრის მოვლენები:
ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიპლომატიურ კორპუსთან და ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ, პოლიციას და ჯარს მიმართა
პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე სალომე ზურაბიშვილი მივიდა და სპეცრაზმის წარმომადგენლებს მიმართა
პოლიციამ საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა, არიან დაშავებულები და დაკავებულები