საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდა.
ზურაბიშვილი პოლიციის კორდონთან მივიდა და სპეცრაზმელებს მიმართა:
"რუსეთს ემსახურებით თუ საქართველოს? ფიცი ვის წინაშე დადეთ? მაინტერესებს პასუხი, თქვენს პრეზიდენტს არ პასუხობთ"?
28 ნოემბრის მოვლენები:
- ივანიშვილის რეჟიმმა ევროკავშირთან გაწევრიანების პროცესი შეაჩერა
- ევროკავშირს რუსული კანონის მიღების შემდეგ თავად ჰქონდა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეჩერებული და გაწევრიანების გზაზე დასაბრუნებლად რუსული კანონების გაუქმებას მოითხოვდა
- ივანიშვილის პრემიერმინისტრმა 28 ნოემბერს თქვა, რომ თავად აჩერებს გაწევრიანების პროცესს 2028 წლამდე
- პრეზიდენტმა ამ განცხადების შემდეგ დიპლომატიურ კორპუსთან საგანგებო შეხვედრა დანიშნა
- საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თვითორგანიზებული მოქალაქეების პროტესტის კერები გაჩნდა
- დედაქალაქში მოქალაქეთა ნაწილი ქართული ოცნების ოფისთან შეიკრიბა
- საპროტესტო აქციები დაიწყო ასევე ქუთაისსა და ზუგდიდში
- ოპოზიცია რეჟიმის გადაწყვეტილებას ღალატად აფასებს