4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებული ია დარახველიძე, რომელსაც დღეს სასამართლომ 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, სავარაუდოდ, საქართველოში არ იმყოფება
"სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც, რა თქმა უნდა, არის უკანონო, დაუსაბუთებელი. შეუძლებელია არგუმენტაცია ჩვენ მომავალში თუნდაც წავიკითხოთ იმ გადაწყვეტილებაში, რომელიც დაიწერება მოსამართლის მიერ. უნდა გამოეტანა, მხოლოდ და მხოლოდ, გამამართლებელი განაჩენი, რეალობა ასეთი გვაქვს, თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსამართლემ.
რა თქმა უნდა, თავადვე განმარტა სასამრთლომ, როგორც კი იქნება შესაბამისი უწყების მიერ ან ჩაბარება იასი, ან დაკავება, აითვლება მისი სასჯელის ვადა, ამ ეტაპისთვის ჩატარდება პროცედურები, ეგრეთწოდებულ ძებნაზეც გადაეცამა ქალბატონ იას.
[...] ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იქნება ეს ია თუ სხვა, სად იმყოფება, როგორ გადაადგილდება, ეს ჩემთვის უცნობია." - ამბობს დარახველიძის ადვოკატი რევაზ აჭარაძე.
სხდომის შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა საქმის პროკურორმაც და განაცხადა, რომ ინფორმაცია დარახველიძის ადგილსამყოფელის შესახებ, არ გააჩნია.
"როგორც სასამართლომ განმარტა, იგი [ია დარახველიძე] ცნობილია დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, რაც შეეხება სასჯელთან დაკავშირებით, ამის შესახებ განმარტებას სასამართლო გააკეთებს.
რაც შეეხება მის ადგილსამყოფელს, აღნიშნული ინფორმაცია ამ ეტაპზე მე არ გამაჩნია, თუ იგი სად იმყოფება, თუმცა მის მიმართ განხორციელდება კანონით დადგენილი პროცედურები და განაჩენი აღსრულდება მისი ადგილსამყოფელის დადგენისა და დაკავების შემდეგ.
[...] იგი ვალდებული იყო გამოცხადებულიყო სასამართლო სხდომებზე, თუმცა დღევანდელ სხდომაზე იგი არ გამოცხადა." - თქვა პროკურორმა ვაჟა თოდუამ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა 4 ოქტომბრის მოვლენების ფარგლებში ბრალდებულ 6 პირს, ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს, დავით ჟღენტს, კონსტანტინე კოკაიას, ზაქრო ალბუთაშვილს, კახაბერ მჟავანაძესა და დავით სტურუას 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა, ია დარახველიძეს კი 3 წლით. მათ ბრალი არ აღიარეს და საპრცოცესო შეთანხმება არ გააფორმეს.




