ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო რეჟიმში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ჩანიშნა.
მედიის ინფორმაციით პრეზიდენტის რეზიდენციაში უკვე მივიდა ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.
28 ნოემბერს, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ევროკავშირთან მოლაპარაკებების განახლებაზე.