სისტემის ჩავარდნა — 14 წლის გოგო მარტო, ძალადობის პირისპირძალადობის მსხვერპლმა 14 წლის გოგომ ქობულეთში თავი მოიკლა. სავარაუდო მოძალადე მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავეს. ტაბულა დაინტერესდა, რა ჩავარდნა ჰქონდა სახელმწიფოს სხვადასხვა რგოლს – რა უნდა გაეკეთებინა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სკოლასა და სოციალურ მუშაკს, რომელიც ბავშვს ობლობის გამო ჰყავდა მიჩენილი. ჩვენს კითხვებს იურისტი, ანა თავხელიძე და სოციალური მუშაკი, ქეთევან ხუციშვილი პასუხობენ.