შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით 2 პირი: 2004 წელს დაბადებული დ.თ. და 2004 წელს დაბადებული ნ.ფ. დააკავეს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დ.თ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით 1985 წელს დაბადებული დ.ფ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. რაც შეეხება ბრალდებულ ნ.გ.-ს, მან აღნიშნული დაპირისპირების დროს ფიზიკურად იძალადა 2010 წელს დაბადებულ არასრულწლოვანზე.
სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებულები დანაშაულის ჩადენიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს" - წერია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე პირველი პრიმა მუხლებით მიმდინარეობს რაც, 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)



