არასრულწლოვანზე ძალადობა

"ახალგაზრდას ქართული ენის არცოდნის გამო სცემა" – მარნეულში მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

ფორმულა

მარნეულში საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის შვილსა და არასრულწლოვანს შორის დაპირისპირების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.

"მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, რიჩარდ გიგანის შვილმა საკონდიტრო მაღაზიაში ახალგაზრდას ქართული ენის არცოდნის გამო სცემა." - წერს აქტივისტი სამირა ბაირამოვა სოციალურ ქსელში.

აქტივისტი აგრეთვე წერს, რომ ადგილზეა მარნეულის პოლიციის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, პარლამენტის დეპუტატი, სუსი, პოლიცია, საკრებულოს წევრები.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის, პირველი პრიმა პუნქტით მიმდინარეობს, რაც არასრულწლოვანზე ძალადობას გულისხმობს.

კომენტარები