3 დეკემბერს, TV პირველმა ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეებმა თანასკოლელს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ.
ტაბულა დეტალებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყების ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი - 126-ე ძალადობის და 150-ე იძულების მუხლებით დაიწყო. უწყებაში გაუპატიურების მუქარასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ამ დროისთვის არ ადასტურებენ.
TV პირველის ცნობით, შემთხვევა სკოლის დამხმარე ნაგებობაში მოხდა.
დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.





