საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, არასრულწლოვანი შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანისა და მისი თანდასწრებით ცოლის სისტემატური შეურაცხყოფისთვის კაცს 4-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. უწყების ცნობით, ფ.ა. არასრულწლოვანის მიმართ არაადამიანურ მოპყრობაში გაამართლეს, რაც ბრალდების მხარის მიერ სააპელაციო წესით გასაჩივრდება.
პროკურატურის ცნობით, თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში ფ.ა. არასრულწლოვანი შვილის, ა.ა.-ს თანდასწრებით ცოლს, ნ.ა.-ს ამცირებდა და სისტემატურ შეურაცხყოფას აყენებდა.
"გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ფ.ა. არასრულწლოვან შვილს ა.ა-ს არაადამიანურად ეპყრობოდა, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას, ამცირებდა, ემუქრებოდა და ნათესავებთან ყოფნას უკრძალავდა. აღნიშნულით გამოწვეული ძლიერი ფსიქიკური ტკივილის და მორალური ტანჯვის გამო, ა.ა-მ, 2020 წლის 23 აგვისტოს, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა". - წერია განცხადებაში.

![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)



