შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კახეთში 16 წლამდე გოგოსთან კაცს სექსუალური კავშირი ჰქონდა,ამის გაგების შემდეგ კი მასზე ძმამ ფიზიკურად რამდენჯერმე იძალადა.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულია 2 ადამიანი - არასრულწლოვნის ძმა, 1996 წელს დაბადებული ი.უ და 1995 წელს დაბადებული ა.ნ.
"გამოძიებით დადგინდა, რომ თელავის მუნიციპალიტეტში ა.ნ.-ს სქესობრივი კავშირი ჰქონდა 2006 წელს დაბადებულ არასრულწლოვანთან. აღნიშნულის შესახებ ცნობილი გახდა არასრულწლოვნის ოჯახის წევრებისთვის, რის შემდეგაც გოგონაზე ძმამ რამდენჯერმე ფიზიკურად იძალადა". – წერია განცხადებაში.
უწყების ცნობით, გამოძიება126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტითა და 140-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. ი.უ-ს 3-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ა.ნ-ს კი - 9 წლამდე ვადით.


![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)


