რუსთავში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირი გუშინ დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.
5 ივლისს მოქალაქე რუსკა მჭედლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ რუსთავში 9 წლის ბავშვზე მამინაცვლის მამამ იძალადა. მისივე თქმით, არასრულწლოვანს ბრალდებულის ცოლი მოკვლით ემუქრებოდა.
"ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში". - წერს მოქალაქე.
აქტივისტმა პოსტში შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა.


![კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/ass.png.jpg?itok=71JE_M-6)


