რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსეთის სასამართლომ ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის 8 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა

რუსეთის სასამართომ ყირიმის ხიდის აფეთქებისთვის 8 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო მედია TASS ავრცელებს.

2022 წლის 8 ოქტომბერს ყირიმში, ქერჩის ხიდზე აფეთქება მოხდა. რუსული სამთავრობო მედიის ინფორმაციით, აფეთქდა სატვირთო, ცეცხლი კი შემდეგ მატარებელს გაუჩნდა, რომელსაც საწვავის ავზი გადაჰქონდა. პუტინმა მომხდარზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა. აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, "ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის სპეცსამსახურების დაგეგმილი ტერორისტული აქტია". 

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მტკიცებით, მათ დაადგინეს ყირიმის ხიდის აფეთქების ორგანიზატორების ვინაობა. მათი მტკიცებით, აფეთქებაში უკრაინის სადაზრვერვო სამსახურია პასუხისმგებელი.

რუსული მხარის მტკიცებით, პროცესებში მონაწილეობდა საქართველოს 2 მოქალაქეც. აღძრულ საქმესთან დაკავშირებით მალევე დააკავეს 8 პირი, აქედან რუსეთის 5 მოქალაქე და 3 უკრაინისა და სომხეთის მოქალაქეები.

კომენტარები