რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

პუტინმა ყირიმის ხიდზე მომხდარ აფეთქებაზე სამთავრობო კომისიის შექმნის ბრძანება გასცა

Getty Images

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ბრძანება გასცა, შეიქნას სამთავრობო კომისია ყირიმის ხიდის აფეთქებასთან დაკავშირებით. რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, კომისიის მიზანი შემთხვევის მიზეზების დადგენა და შედეგების აღმოფხვრა იქნება. 

სამთავრობო კომისიაში იქნებიან კრასნოდარის ლიდერი და დროებით ოკუპირებული ყირიმის ე.წ. ხელმძღვანელი.  

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ყირიმის ხიდზე სატვირთო აფეთქდა. 

"დღეს, 06:07 წუთზე ყირიმის ხიდის საავტომობილო ნაწილზე, ტამანის ნახევარკუნძულის მხარეს სატვირთო აფეთქდა, რის შედეგადაც ყირიმისკენ მიმავალი სარკინიგზო მატარებლის საწვავის 7 ავზი აალდა". - წერია ოფიციალურ განცხადებაში. 

აფეთქების შედეგად დაზიანებულია საგზაო და სარკინიგზო გზები. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და ტერიტორიაზე საავარიო სამუშაოები მიმდინარეობს

ქერჩის ხიდი, რომელიც  2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს. 

კომენტარები