რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ყირიმში, ქერჩის ხიდზე ხანძარია

ყირიმში, ქერჩის ხიდზე სატვირთო მატარებელზე მიმაგრებულ საწვავის ავზს ცეცხლი გაუჩნდა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ავრცელებს

აფეთქების შედეგად დაზიანებულია საგზაო და სარკინიგზო გზები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. 

რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რკინიგზის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მატარებელი ქერჩის სადგურიდან გაყვანილია და ტერიტორიაზე საავარიო სამუშაოები მიმდინარეობს

ქერჩის ხიდი, რომელიც  2018 წელს გაიხსნა, ყირიმს რუსეთის სატრანსპორტო ქსელთან აკავშირებს. 

კომენტარები