რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინულმა დრონებმა მოსკოვსა და სტავროპოლზე იერიშები მიიტანეს

დრონის იერიშის შედეგი სტავროპოლის მხარეში

12-13 ივლისის ღამეს უკრაინულმა დრონებმა იერიშები მიიტანეს რუსეთის რეგიონებზე, მათ შორის მოსკოვის ოლქსა და სტავროპოლის მხარეზეც. ამ უკანასკნელში აფეთქდა ნავთობის საცავი.

მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა ადგილობრივი დროით ჯერ კიდევ 22:20-ზე გაავრცელა ცნობა, რომლის მიხედვითაც მოსკოვისკენ მიმავალი დრონები მოიგერიეს. შემდეგში სობიანინმა დაწერა, რომ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქს თავს დაესხა 350-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი. მისი მტკიცებით, დრონების დიდი ნაწილი ოლქიდან შორს ჩამოაგდეს, მოსკოვის მიმდებარედ კი 50 დრონი მოიგერიეს. 

მოსკოვის ოლქის გუბერნატორის, ანდრეი ვორობიოვის თქმით, ოლქში შემავალი ქალაქი ისტრის რაიონში, პიონერსკის დასახლებაში უკრაინულმა დრონმა სამი ადამიანის სიცოცხლე იმსხვეროლა, სამი კი დაიჭრა.

სტავროპოლის მხარეში დიდი ხანძარი მოჰყვა ნავთობის საცავზე იერიშს.

კომენტარები