საქართველოს პარლამენტის ბიუროს დადგენილებით, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს განსახილველად გადაეცა საერთაშორისო ასოციაცია დაიცავი შენი წილი სამშობლოს საკანონმდებლო წინადადება.
ბიუროს განცხადების მიხედვით, ყოფილმა მხედრიონელმა, დარეჯან გუგეშაშვილმა პარლამენტს ლგბტ მარშებისა და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის მოთხოვნით მიმართა.
საკანონმდებლო წინადადებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული მიმართვა "ომის და თავდაცვის ძალების ვეტერანების არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება მშვიდობის ფორუმს" ეკუთვნის.
"საზოგადოების თავშეყრის ადგილებში აკრძალული უნდა იყოს კანონით ფერადოვანი, ლგბტ ჭინჭები". - წერია დოკუმენტში.
ცნობისთვის, მსოფლიო მშვიდობის ფორუმი საქართველოში არაკომერციულ იურიდიულ პირად 2024 წლის 26 ივნისს დარეგისტრირდა. საყოველთაო მშვიდობის ფედერაციის ელჩი 31 ოქტომბრიდან კიმბერლი ლოუა, რომელზეც საქართველოს სამთავრობო მედიები ამტკიცებდნენ, რომ "ევროკავშირში ტრამპის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენლად" განიხილებოდა, რასაც პროპაგანდისტული არხების მხრიდან კიმბერლი ლოუს რიგი ციტატები მოჰყვა, რომლებიც ქართული ოცნების გზავნილებს მიესადაგება.
პარლამენტის ბიუროს 4 მარტს გამართულ სხდომაზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არსებობს საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და "შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ", რომელიც განსახილველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.





