რუსული რეჟიმი

პაპუაშვილი: ლგბტ მარშების და შესაბამისი ნივთების აკრძალვის წინადადებას კომიტეტი განიხილავს

პარლამენტის ბიუროს 4 მარტს გამართულ სხდომაზე ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა თქვა, რომ არსებობს საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და "შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ", რომელიც განსახილველად პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტს გადაეცემა.

"არის საკანონმდებლო წინადადება ლგბტ მარშების და შესაბამისი ფერადი ნივთების აკრძალვის შესახებ.

აღნიშნული წინადადება გადაეცემა ადამიანის უფლებათა კომიტეტს". - თქვა პაპუაშვილმა.

აღნიშნული წინადადების დოკუმენტი პარლამენტის საიტზე ჯერჯერობით ატვირთული არ არის.

კომენტარები