იმის ილუზია ნუ გვექნება, რომ მიღებული რეზოლუციები ან ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებები რაიმე არგუმენტებზე დაყრდნობით კეთდება. ეს ყველაფერი სიცრუითა და ცილისწამებით იფუთება. გულდასაწყვეტია, რომ ამ ტიპის რეზოლუციას იღებს ისეთი საერთაშორისო ორგანიზაცია, როგორიც ეუთოა. ევროპარლამენტარების მხრიდან არანაირი ფასის მქონე რეზოლუციებს მიჩვეულები ვიყავით. ამ კონკრეტული რეზოლუციის შინაარსსაც თუ ვნახავთ, მივხვდებით, რომ სიცრუეს ეფუძნება. როგორ უნდა მოიწვიოს განვითარებულმა ქვეყანამ ამ ტიპის ორგანიზაცია არჩევნების დასაკვირვებლად.
არანაირი ევროპული სტანდარტი არ არსებობს. შეხედეთ, რა ხდება მსოფლიოში - ვისაც ძალა აქვს, ის იღებს გადაწყვეტილებას, რაც არ უნდა სულელური იყოს ის. არ მაქვს იმის ილუზია, რომ რაიმე შეიცვლება ან ამაზე განსხვავებული დამოკიდებულება იქნება. სამწუხაროდ, მსოფლიოში არაფორმალური მმართველობა, ე.წ. დიფ სთეითი ბატონობს, რომელიც თანამედროვე მსოფლიოსთვის უდიდესი პრობლემაა.




