ქართული ქარტია

პაპუაშვილი ქართულ ქარტიაზე: შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია

ვნახეთ ის, რაზეც ჩვენ ამდენი ხანია ვსაუბრობთ, რომ არანაირი ფრაგმენტაცია არ არსებობს ოპოზიციაში. სინამდვილეში, ეს არის ერთი ძალა და სალომე ზურაბიშვილი არის ზუსტად ამ რადიკალური ძალის, ნაციონალური მოძრაობის ნაწილი. ზუსტად ეს ვნახეთ ამ ე.წ. ქარტიის სახით, რომელსაც შეგვიძლია მართლაც ვუწოდოთ ომის ქარტია, იმიტომ, რომ აქ შეიკრიბა ყველა ომის პარტია და აქვთ საერთო ომის ქარტია.

ასეც დააანონსეს კიდევაც. პირველი, დააანონსეს, რომ იქნება რეპრესიები არჩევნების შემდეგ და ეს რეპრესიები ის რაც ნაციონალური მოძრაობის სტილში არის ზუსტად იმ სტილში დაანონსდა, ამიტომაც თავისთავად გასაგებია უკვე საითკენ არის მოწადინებული ეს ე.წ. ერთობა.

საერთო ჯამში ამ ერთობის მიზანი ეს არის, ვერანაირად რომ ვერ დაარწმუნეს მოსახლეობა, რომ არიან თითქოს ცალ-ცალკე ძალები, საერთო ჯამში, შეიკრიბნენ ისევ იმ ერთიან ფანჩატურში, რომელშიც ისინი არაერთხელ იყვნენ. ერთი და იგივე მდინარეში შედის ოპოზიცია და კარგი არის რომ საბოლოო ჯამში აქამდე მივიყვანეთ ჩვენ ოპოზიცია, რომ კვლავ ერთ ფანჩატურში შეიკრიბნენ, კვლავ ზუსტად იგივე მდინარეში შევიდნენ სადაც იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ, 2020-ში და შედეგი ყოველთვის ერთი არის საბოლოო ჯამში. კარგია, რომ ის ფარსი, რომლის მიყიდვასაც საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობდა ოპოზიცია, თითქოს, ისინი იყვნენ სხვადასხვა ძალები, ეს ფარსი დავასრულებინეთ ჩვენ ოპოზიციას და მათ შორის, გამჭვირვალობის კანონმა ეს შედეგიც კიდევ ერთხელ გამოიღო საერთო სახის ჩვენებით.

მეორე ასპექტია კიდევ მნიშვნელოვანი, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა ამით ფაქტობრივად კიდევ ერთხელ, ცხადად, ელჩების თანდასწრებით თან, დაიწყო კონსტიტუციის დარღვევა იმით, რომ ის საქართველოს პრეზიდენტის პოზიციიდან ერევა საარჩევნო კამპანიაში, მონაწილეობს კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად საარჩევნო კამპანიაში, სახავს საარჩევნო სტრატეგიას, საარჩევნო მიზნებს, არჩევნების შემდეგ მთავრობის დაკომპლექტების გეგმებს და ა.შ. ეს არის, მარტივად, დარღვევა კონსტიტუციის, უკვე მეორე სახის დარღვევა კონსტიტუციის.

საინტერესოა - და ელჩებიც იქ იყვნენ ხომ? - საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები ან თუნდაც ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც ძალიან მგრძნობიარე არიან ხოლმე სხვადასხვა რესურსების გამოყენება-არგამოყენების საკითხებში, აქაც ფართოდ დახუჭული თვალებით შეხედავენ ამ კონსტიტუციის დარღვევას, თუ ჩვენ ვიხილავთ რეაქციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებისგან, რომ ეს არის საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევა, როდესაც პრეზიდენტის სტატუსის მქონე ადამიანი ერევა საარჩევნო კამპანიაში.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პრეზიდენტმა 26 მაისს "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლებადროა და ფრაქცია ევროოპტიმისტები.

კომენტარები