ქართული ქარტია

სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება

გიორგი ვაშაძე
სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებელი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ Facebook-ზე გაავრცელა.

"მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ქვეყნის ევროპული კურსის მტკიცე მხარდაჭერას და პროდასავლური პარტიების ხედვის ჩამოყალიბებასა და წარდგენას.

აქედან გამომდინარე, სტრატეგია აღმაშენებელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციირებულ “ქართულ ქარტიას“ უერთდება". - წერია პარტიის განცხადებაში.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობაახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლება და დროა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები