ქართული ქარტია

ბოკერია: ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს პრეზიდენტის გზავნილს

ძალიან დადებითად ვაფასებ სულისკვეთებას, მთავარ გზავნილს, ყველა დეტალი შეიძლება არ მესმოდა, რომ არ მკითხოთ, მაგრამ აპრიორი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პოლიტიკური გუნდის ნაცვლად ავტომატურად არასდროს ვსაუბრობ, მაგრამ ჩემი, როგორც ერთ-ერთი ლიდერის პოზიციაა, რომ ჩვენ და ყველა პასუხისმგებელი პოლიტიკური ძალა უნდა შეუერთდეს ამ გზავნილს.

მთავარი, რაც ყველამ უნდა გაიგოს და რაც იყო ამდენი ხანი ჩემი აზრით, უსარგებლო კუთხით გზავნილები, ერთმანეთში ათქვეფა, ერთ ყულაბაში ჩაყრა განსხვავებული პოლიტიკური ძალების, არის რაც უნდა მმართველი გუნდის პროპაგანდას, რომ არჩევანი არ დაუტოვოს.

განსხვავებები უნდა არსებობდეს, კამათიც უნდა იყოს, ოღონდ ჩვენ უნდა შევძლოთ იმის დემონსტრირება, რომ შეგვიძლია შეთანხმება ისეთ ნაბიჯებზე, რომლებიც აუცილებელია სწრაფად გადაიდგას

განაცხადა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით.

კომენტარები