ქართული ქარტია

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" პრეზიდენტის "ქართულ ქარტიას" ხელს აწერენ

პარტიებმა "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" უერთდებიან და შეთანხმებას ხელს აწერენ:

"პარტიები "გირჩი-მეტი თავისუფლება" და "დროა" მივესალმებით საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნისთვის აუცილებელი რეფორმების ერთიან ხედვაზე პარტიების შეთანხმებას და ხელს ვაწერთ "ქართულ ქარტიას"". - წერია პარტიების მიერ გავრცელებულ საერთო განცხადებაში.

კომენტარები