ქართული ქარტია

ხოშტარია: ხელს ვაწერ ქარტიას, რაც ერთობისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა

პრეზიდენტმა სწორ მომენტში აიღო ინიციატივა და საზოგადოებას შესთავაზა სიცხადე პოლიტიკურ პროცესში:

ცვლილების გზა:

1. ეს არის რეფერენდუმი და არა ჩვეულებრივი არჩევნები, ამიტომ მიდგომაც შესაბამისი უბდა იყოს;

2. შემდეგი მთავრობა მოდის კონკრეტული შეზღუდული მანდატით, შეასრულოს აუცილებელი რეფორმები, დავუბრუნდეთ ევროპის გზას და ჩატარდეს რიგგარეშე სამართლიანი არჩევნები;

3. მთავრობა იქნება არაპარტიული - ძალიანაც კარგი.

მივესალმები და ხელს ვაწერ ქარტიას, რაც ერთობისთვის ძალიან კარგ საფუძველს იძლევა,

წერს Facebook-ის გვერდზე პარტია დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია. პრეზიდენტმა წარადგინა ქარტია, რომლის ფარგლებშიც პროევროპულ პარტიებს შეთანხმებას სთავაზობს, რაც მისივე თქმით, ერთიან სიას არ ითვალისწინებს.

კომენტარები