ქართული ქარტია

"ქართულ ქარტიას" რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძეც უერთდებიან

სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტებიც უერთდება. ამის შესახებ რომან გოცირიძემ განაცხადა.

"ქართული ოცნება მარტოდმარტოა და ამ ქარტიას, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, ალბათ, პოლიტიკური პარტიების აბსოლუტური უმრავლესობა შეუერთდება. ჩვენ, ევროოპტიმისტები, როგორც პოლიტიკური ჯგუფი, ამ ქარტიას მივესალმებით და ვუერთდებით". - თქვა გოცირიძემ. 

საპარლამენტო ჯგუფ ევროოპტიმისტების წევრები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე არიან.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ევროოპტიმისტების გარდა, ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლება და დროა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები