ქართული ქარტია

პარტია მოქალაქეები პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიას" უერთდება

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" პარტია მოქალაქეებიც უერთდება. ამის შესახებ პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

"უნდა ვიცოდეთ, რომ შინაარსობრივი ერთობის გარეშე ქართულ ოცნებას ვერ დავამარცხებთ. ოცნების დამარცხების გარეშე კი რუსეთში აღმოვჩნდებით. სინამდვილეში, ძალიან მარტივი არჩევანია. პოლიტიკურ პარტიებს ვითარება პრეზიდენტმა კიდევ უფრო გაგვიადვილა და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პარტიას შევუერთდებით". - თქვა ელისაშვილმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილის პარტიის გარდა, ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლებადროა და პოლიტიკური ჯგუფი ევროოპტიმისტები.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები