პარტია "ახალი" პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" უერთდება

ნიკა მელია და ნიკა გვარამია პოლიტიკური გაერთიანება "ახალის" პრეზენტაციაზე, 11 მარტი 2024 წელი

პარტია "ახალის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ პარტია "ახალი" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას" შეუერთდება.

"გეგმას ჩვენ ხელს მოვაწერთ. მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი გასაგებად, მკაფიოდ არის ნათქვამი. მთავარი, შინაარსზე მეტად კიდევ უფრო მნიშვნელოვანი, არის პრინციპი, რომ სალომე ზურაბიშვილი ხდება, ასე ვთქვათ, გრავიტაციის ცენტრი, რომლის ირგვლივაც, ამ მთავარი მიზნისთვის ბრძოლა ერთიანდება - ეს არის დასავლური მომავალი საქართველოსი". - განაცხადა ნიკა გვარამიამ TV პირველთან საუბრისას.

კომენტარები