ქართული ქარტია

ხვიჩია პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ "ქართულ ქარტიაზე": ხელის მოწერას არ ვაპირებთ

ვახო მეგრელიშვილი, იაგო ხვიჩია, ალექსანდრე რაქვიაშვილი

იაგო ხვიჩიას თქმით, პარტია გირჩი სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიას" ხელს არ მოაწერს, თუმცა, ინიციატივას მხარს უჭერს.

"ჩვენ ხელის მოწერას არ ვაპირებთ, მაგრამ მხარს ვუჭერთ [...] ამ დოკუმენტის შინაარსს ახლა გავეცანით და იმისთვის ვემზადებით, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსიებში მონაწილეობა მივიღოთ. მაგრამ საქმე და პრინციპი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, რომ ჩვენი კოლეგები გააერთიანოს, სწორია და მივესალმებით.

[...] ჩვენი ხელმოწერა აქ საჭირო არ არის. საჭიროა, ხელი იმ პარტიებმა მოაწერონ, რომლებმაც თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და ამით ის ხმები, რომელიც ოპოზიციურია და შეიძლება დაიკარგოს, ამის რისკი გაქრება". - თქვა ხვიჩიამ. 

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლება და დროა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები