ქართული ქარტია

დაუშვილი "ქართულ ქარტიაზე": ინიციატორებთან კონსულტაციები გვექნება და პოზიციას მერე გეტყვით

გიორგი გახარიას პარტიის, საქართველოსთვის წევრმა, მიხეილ დაუშვილმა თქვა, რომ მათ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეთავაზებულ "ქართულ ქარტიასთან" დაკავშირებით, მის ინიციატორებთან კონსულტაციები ექნებათ და ხელის მოწერაზე გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.

"იქ არის გარკვეული საკითხები, რაზეც ჩვენ ქარტიის ინიციატორებთან დამატებითი კომუნიკაცია გვჭირდება. ამიტომ, პირველ რიგში, მათთან კომუნიკაცია და კონსულტაციები გვექნება და ამის შემდეგ გეტყვით  ჩვენს პოზიციას, ქარტიას შევუერთდებით თუ არა. თუმცა, რეფორმების გეგმა, რაც ქარტიაშია ასახული, განსახორციელებელია". - თქვა დაუშვილმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ქარტიას ხელს აწერენ ნაციონალური მოძრაობა, სტრატეგია აღმაშენებელიახალიევროპული საქართველოლელოგირჩი - მეტი თავისუფლება და დროა.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს სიტყვით გამოსვლისას "ქართული ქარტია" წარადგინა, რომლის ფარგლებშიც მან პროევროპულ ოპოზიციურ პარტიებს თანამშრომლობა შესთავაზა.

კომენტარები