ადამ კადიროვი

ადამ კადიროვმა პატიმრის ცემის შემდეგ რიგით მეექვსე ჯილდო მიიღო

რამზან კადიროვის უმცროსმა ვაჟიშვილმა ადამმა ჩეჩნეთის პარლამენტის უმაღლესი ჯილდო დაიმეკხან სიი(მამულის ღირსება) მიიღო.

ადამის გარდა იმავე ჯილდოთი დაჯილდოვდა კადიროვის ორი შვილი – ახმატი და ელი. ჩეჩნეთის ლიდერის შვილებს ორდენები ჩეჩნეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიტიკისა და ინფორმაციის მინისტრმა ახმედ დუდაევმა გადასცა.

ერთი დღით ადრე ადამმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ჯილდო მიიღო. მანამდე, ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დააჯილდოვეს თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოთი დუშლიკით, ერთი დღის შემდეგ კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში გადაეცა რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით და რელიგიური ჯილდო.

გარდა ამისა, ადამი თავისი მამის დაცვის სამსახურში, ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსად დაინიშნა.

ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებას მიანიჭებდნენ, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს

კომენტარები