ჩრდილოეთ კავკასია

კადიროვის თქმით, მისმა 15 წლის შვილმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ორდენი მიიღო

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის თქმით, მისმა 15 წლის შვილმა, ადამ კადიროვმა ყაბარდო-ბალყარეთის უმაღლესი ჯილდო - რესპუბლიკის დამსახურების ორდენი მიიღო.

როგორც კადიროვი ტელეგრამ-არხზე წერს, ორდენი მის შვილს პირადად გადასცა ყაბარდო-ბალყარეთის ხელმძღვანელმა ყაზბეკ კოკოვმა "ეთნიკურ და რელიგიათა შორის მშვიდობისა და ჰარმონიის განმტკიცებაში მნიშვნელოვანი წვლილისთვის". თუმცა, რესპუბლიკის ოფიციალურ პორტალზე მსგავსი ინფორმაცია არ ვრცელდება.

აქამდე, გამოცემა Вёрстка საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ადამ კადიროვის დაჯილდოებაზე ჩრდილოეთ კავკასიის რამდენიმე რესპუბლიკამ, მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთმა უარი თქვა. 

მანამდე, ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დააჯილდოვეს თათრეთის რესპუბლიკის მნიშვნელობით მეორე უმაღლესი ჯილდოთი "დუშლიკით", ერთი დღის შემდეგ კი ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის უმაღლესი ორდენით. 

ამასთან, მანან სანამ ადამ კადიროვს ჩეჩნეთის რესპუბლიკის გმირის წოდებას მიანიჭებდნენ, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს

"არ მიყვარს უთქმელობა. ყოველთვის უმჯობესია საბოლოო წერტილის დასმა - მართალისა და ღირსეულის. ქსელებში ჯერ კიდევ დაობენ ადამ კადიროვის მიერ წმინდა ყურანის დამწველი ნიკიტა ჟურავიელის, უკრაინის სპეცსამსახურების თანამზრახველის ცემაზე. მოხდა ეს თუ არა? სცემა და სწორადაც მოიქცა". – წერდა კადიროვი.

ყურანის შეურაცხმყოფლებს კადიროვმა უწოდა "ნაძირლები, რომლებსაც არ სურთ, რომ რუსეთში ყველამ გვერდიგვერდ, მშვიდად და ურთიერთგაგებით იცხოვროს".

კომენტარები