ადამ კადიროვი

ჩეჩნეთის პოლიციამ რამზან კადიროვის შვილის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა

ჩეჩნეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიძია გროზნოს წინასწარი დაკავების იზოლატორში მომხდარი საქმე და რამზან კადიროვის შვილის ადამ კადიროვის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა.

ადამ კადიროვი 15 წლისაა, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის ასაკი არ აქვს. რუსული კანონმდებლობით მსგავს დანაშაულებებზე პასუხისმგებლობა 16 წლიდან ზევით ასაკის პირებზე ვრცელდება.

25 სექტემბერს ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.

ვიდეოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც და მთლიანად რუსეთში არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ვიდეოს დადებიდან ცოტა ხანში ადამ კადიროვმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა. 

"შეგიძლია გძულდე, მაგრამ შეხვედრისას აუცილებლად გამიღიმებ". – წერდა უკვე დაბლოკილი ანგარიშით ადამ კადიროვი.

მოგვიანებით Instagram-მა ადამ კადიროვს პირადი ანგარიში დაუბლოკა

რამზან კადიროვის ვიდეოს ნეგატიური შეფასება გაუკეთა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა. მოგვიანებით კადიროვმა სობჩაკს დაურეკა და კრიტიკის მიზეზი იკითხა.

კომენტარები