ადამ კადიროვი

რამზან კადიროვის 15 წლის შვილი მამის უსაფრთხოების სამსახურში თანამდებობაზე დაინიშნა

ადამ და რამზან კადიროვები
Spektr.press

რამზან კადიროვის 15 წლის შვილი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის(მამის, რამზან კადიროვის) უსაფრთხოების სამსახურში, მომარაგების განყოფილების უფროსად დაინიშნა.

"ადამმა თავი გამოავლინა, როგორც მამაცმა ქვეყნის პატრიოტმა და ადამიანმა, რომელიც მზად არის დაიცვას რელიგია". – წერს ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის მინისტრი ახმედ დუდაევი.

რამდენიმე პოლიტოლოგის აზრით ბოლო პერიოდში კადიროვის უმცროსი შვილის წინა პლანზე წამოწევა შესაძლოა იმაზე მეტყველებდეს, რომ რამზან კადიროვი მას პოლიტიკურ მემკვიდრედ განიხილავს.


25 სექტემბერს რამზან კადიროვმა საკუთარ ტელეგრამ-არხზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც თავისი 15 წლის შვილი, ადამი ყურანის დაწვის საქმესთან ბრალდებულ პირს, ნიკიტა ჟურავიელს სცემს.

ვიდეოს ჩეჩნეთის რესპუბლიკაშიც და მთლიანად რუსეთში არაერთი ნეგატიური გამოხმაურება მოყვა. ვიდეოს დადებიდან ცოტა ხანში ადამ კადიროვმა Instagram-ზე პოსტი გამოაქვეყნა. 

"შეგიძლია გძულდე, მაგრამ შეხვედრისას აუცილებლად გამიღიმებ". – წერდა უკვე დაბლოკილი ანგარიშით ადამ კადიროვი.

მოგვიანებით Instagram-მა ადამ კადიროვს პირადი ანგარიში დაუბლოკა

რამზან კადიროვის ვიდეოს ნეგატიური შეფასება გაუკეთა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ქსენია სობჩაკმა. მოგვიანებით კადიროვმა სობჩაკს დაურეკა და კრიტიკის მიზეზი იკითხა.

ოქტომბრის დასაწყისში ადამ კადიროვის ჩეჩნეთის გმირის ორდენით დააჯილდოვეს.

კომენტარები